2017-09-19
„ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები – 2017“
25 სექტემბერს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი – 2017“–ის ფარგლებში რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები – 2017“ გამართავს.
კონფერენცია ეძღვნება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი საერთაშორისო, ორენოვანი, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის “თსუ ფსიქოლოგია“ დაარსებას.
კონფერენციის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგების თავმოყრა და გაზიარება, ქართველ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება და ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.11, თსუ III კორპუსი
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა
« იხ. ყველა სიახლე