2016-12-12

შეხვედრა პორტუგალიელ მწერალ ჟოზე ლუიშ პეიშოტუსთან

6 -20 დეკემბერს თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი უმასპინძლებს პორტუგალიელ მწერალს ჟოზე ლუიშ პეიშოტუს, რომლის ბოლო რომანი „გალვეიაში“ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა (2016) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით. აღნიშნული თარგმანი წარმოადგენს პირველ რომანს, რომელიც ითარგმნა პორტუგალიური ენიდან.

ჟოზე ლუის პეიშოტუ არის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პორტუგალიელი თანამედროვე მწერალი, რომელიც დაიბადა გალვეიაშში, პორტუგალიაში, 1974 წელს. პეიშოტუს შემოქმედება თარგმნილია 20 ენაზე. ავტორი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო პრემიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია:  ჟოზე სარამაგუს სახელობის პრემია (2001), „პრემიო კალამო“ (2007), „საუკეთესო ევროპული წიგნი“ (2008), ხოლო მისმა ბოლო რომანმა „გალვეიაში“ მოიპოვა „პრემია ოსეანო 2016“.

იხ. პროგრამა
Print

« იხ. ყველა სიახლე