2019-10-17
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გაცვლითი სასწავლო პროგრამები
ცხადდება კონკურსი
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) გაცვლით ინგლისურენოვან, ჩინურენოვან პროგრამებზე და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სასწავლებლად.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2020 -2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
Mechanical Engineering;
Electronic Engineering;
Electrical Engineering;
Computer Science and Technology;
International Economics and Trade.
მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
Mechanical Engineering;
Electronic Science and Technology;
Information and Communication Engineering;
Control Science and Engineering;
Computer Science and Technology;
Chemistry;
Chemical Engineering and Technology;
Law;
MBA.
მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ;
- პასპორტის ასლი;
- CV ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატის ასლი:
TOEFL (მინიმალური ქულა 80)
Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5).
- ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (HSK 5) ჩინურენოვან პროგრამაზე სასწავლებლად.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
2020 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
exchange@tsu.ge
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გამარჯვებულ კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
დამატებითი ინფორმაცია:
-გასაუბრების ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაცნობებთ;
-შერჩეულმა სტუდენტმა თავად უნდა აანაზღაუროს რეგისტრაციის, სავიზო მოსაკრებლის, საერთაშორისო დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვებაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით:
exchange@tsu.ge
-გთხოვთ გაითვალისწინოთ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
-დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე