ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-25

კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაზე

ცხადდება კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის 2019/2020 წლის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაზე მისაღებად!

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 18 თებერვალი.

პროგრამის შესახებ    
კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში პასუხისმგებლობითაღსავსე და საყოველთაო კეთილდღეობისადმი მიმართული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია. ერთი წლის განმავლობაში მონაწილეები სამ სემინარში მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული მმართველობის საკუთარ პროექტს განახორციელებენ. გორდელერის კოლეჯი რობერტ ბოშის ფონდის პროგრამაა, რომელიც გერმანიისსაგარეო პოლიტიკის საზოგადოებასთან (DGAP) ერთად ხორციელდება. პროფესორი გუნთერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია.

პროგრამა მონაწილეებს  სთავაზობს:
•აკადემიურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას თემებზე: დემოკრატიული მმართველობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა და ინოვაციების მენეჯმენტი

•ექსკლუზიურ კავშირებს  დაწესებულებებთან საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან

•საერთაშორისო კონტაქტებს  და გამოცდილების გაცვლას სხვა ლიდერებთან

•ტრენინგებს საკუთარი მმართველობითი და ინოვაციური პროექტების მენეჯმენტის კომპეტენციების ასამაღლებლად

•გამოცდილი პროექტ - მენეჯერის დახმარებით სამშობლოში დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით საკუთარი პროექტის განახორციელებას. 

სემინარები მიმდინარეობს გერმანულ ენაზე. მონაწილეობა უფასოა.

პროგრამის მიმდინარეობის პერიოდი: 2019 წლის აგვისტო - 2020 წლის აგვისტო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლიდერებსა და მომავალ ლიდერებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. მათ უნდა ჰქონდეთ რამდენიმეწლიანი გამოცდილება პასუხისმგებლობის შემცველ პოზიციაზე, ინოვაციური პროექტის იდეა და გამართულად უნდა საუბრობდნენ გერმანულად.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2019 წლის 18 თებერვალი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

კონტაქტი: დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კლერ ლუცია ლაიფერტს DGAP- დან: +49 30 25423192, goerdeler-kolleg@dgap.org

ან პროგრამის ოფიციალურ კოორდინატორს საქართველოში, სალომე ჯაფიაშვილს: goerdeler-kolleg-ge@dgap.org

 

 



Print

« იხ. ყველა სიახლე