2012-11-13
16 ნოემბერს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება: „ისტორიული რეპრეზენტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები.“
კონფერენციაზე ორი სექცია იმუშავებს, რომელზეც ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა თემაზე წაიკითხავენ მოხსენებებს.
კონფერენცია 17 ნოემბრამდე გასტანს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)
იხილეთ პროგრამა
« იხ. ყველა სიახლე