ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-15

სტუდენტური ესეების კონკურსი კლიმატის ცვლილების საკითხებზე

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  (ათეა)  აშშ-ს  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”  ფარგლებში აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: ”კლიმატის ცვლილება და საქართველო”.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.

ნაშრომის სავარაუდო თემატიკა:


საკონკურსო თემატიკა არ შემოიფარგლება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საკითხებით და კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს, საკუთარი სურვილის მიხედვით განსაზღვროს თემატიკა.
ჟიური მონაწილეთაგან შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს, რომელთა ავტორებიც  5 ივნისს, გარემოს დაცვის დღეს, მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში. 10 საუკეთესო ნაშრომიდან ჟიური შეარჩევს I, II  და III ადგილის ნომინანტებს.

ესეს გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნები:
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
სათაური: შრიფტი Sylfaen 12, მუქი;
ავტორის დასახელება (სრულად სახელი და გვარი) -  შრიფტი Sylfaen 10, მუქი’
სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, სპეციალობა შრიფტი Sylfaen 10, დახრილი;
ძირითადი ტექსტის შრიფტი: Sylfaen 10, ინტერვალი 1;
ესსე არაუგვიანეს ა.წ. 20 მაისის 18.00. საათისა  უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbagratia@nala.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს თამარ ბაგრატიას შემდეგ ტელეფონებზე: 272-67-34/35;  595 565553.

Print

« იხ. ყველა სიახლე