ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-08

კონკურსი ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს “VICTORIA” ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

კონკურსი  ჩატარდება 2016 წლის 22 ივლისს 12 საათზე, თსუ VIII კორპუსში.

ორ-ორი საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება მოგზაურობით ტაო-კლარჯეთში, მომდევნო ორი პრიზიორი კი - ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის, “ლოგოსის” ვაუჩერებით “ლოგოსის” გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომებიც.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობის, სტუდბილეთის ან მოსწავლის ბილეთის ასლი და შეავსონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 7დან 19 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 11:00-17:00 სთ., ჭავჭავაძის გამზ. #13, თსუ VIII კორპუსი,  III სართული, ს. ყაუხჩიშვილის სახ. ბიბლიოთეკა.


მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ტესტების ნიმუშებს შემდეგ ვებგვერდებზე:  www.greekstudies.tsu.gegreekstudies.tsu.ge/?page_id=287. კითხვებისათვის მიმართეთ კონკურსის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: victoriaconcurse@gmail.com; vakhtangr@gmail.com.

Print

« იხ. ყველა სიახლე