18 - 28 ივნისს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა -"თსუ 100 - ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“ გაიმართება.
მოსწავლეები მოისმენენ თსუ-ის პროფესორების ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, ჩატარდება შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან. განხილული იქნება საზოგადოებისათვის აქტუალური თემები:
•უნივერსიტეტი და დამოუკიდებლობა
•წარმატების გაგება სკოლაში: მოსწავლე - მასწავლებელი - მშობელი;
•ადამიანი - ევოლუციის პროდუქტი;
•თანამედროვეობის მხატვრული და მეცნიერული მიღწევები;
•ადამიანის უფლებები;
•მოზარდი - ფსიქოლოგიური პრობლემები, დანაშაულის პრევენცია;
•ერთგვაროვანი და მრავალფეროვანი საზოგადოება - ავტოკრატია და დემოკრატია;
•დედამიწის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები;
•ლოკალური ეკოლოგიური გამოწვევები და სხვ.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9-11 კლასების მოსწავლეებს. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე (
იხ. სარეგისტრაციო ბმული).
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
ზაფხულის სკოლა ჩატარდება: 18 – 28 ივნისს, 11.00 – 14.00 სთ.
ი.ჭავჭავაძის გამზ.1; თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა (პირველი კორპუსის ბაღში), მეორე სართული, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
დანართი.