2020-01-22
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები
ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად 2020 -2021 სასწავლო წლისათვის
ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები:
Chemistry
Chemical Engineering and Technology
Computer Science and Technology
Control Science and Engineering
Electronics Science and Technology
Information and Communication Engineering
Aeronautics & Space Science and Technology
Mechanical Engineering
Law
სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ დანართში
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სამაგისტრო პროგრამა - 2 წელი
სადოქტორო პროგრამა - 4 წელი
სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის გადასახადი;
-ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
- ყოველთვიური სტიპენდია (3,000 ჩინური იუანი მაგისტრანტებისათვის, 3,500 ჩინური იუანი დოქტორანტებისათვის).
*კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო გადაადგილებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ;
- პასპორტის ასლი;
- CV ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 80) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5).
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
2020 წლის 31 იანვრის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში)
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
exchange@tsu.ge
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გამარჯვებულ კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი Admission Book;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით:
exchange@tsu.ge;
- დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება.
« იხ. ყველა სიახლე