ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-22

სტუდენტური კონფერენცია “რუსული იმპერიალიზმი და საქართველო“

          ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწვევს სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის) საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში  - ”რუსული იმპერიალიზმი და საქართველო” - მონაწილეობის მისაღებად.
 
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2012 წლის 25 მაისი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (კონფერენცია გაიმართება სიმბოლურად იმ დარბაზში, სადაც 94 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა).

კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელები:
პროფ. დიმირტი შველიძე,
პროფ. ბონდო კუპატაძე

სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი:
•    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე
•    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  ბონდო კუპატაძე
•    თსუ   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ვაჟა კიკნაძე
•    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ისტორიის მაგისტრანტი ელენე გელაშვილი
•    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ისტორიის მაგისტრანტი მაკა ხუციშვილი
         
კონფერენციის კონცეფცია:
           კონფერენციის მიზანია მეცნიერულ  დონეზე წარმოაჩინოს რუსეთის იმპერიის 200 წლიანი ბატონობა საქართველოში, მისი კოლონიური პოლიტიკა, ბრძოლა საქართველოს  დამოუკიდებლობის და ნაციონალური თვითმყოფადობის  წინააღმდეგ.
           მომხსენებლებს შეუძლიათ აღნიშნულ თემატიკაზე ნაშრომების მომზადება 1801 წლიდან დღემდე. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები (I, II, III ადგილები).
 
საკონფერენციო ნაშრომისადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნები:                                         
             1. საკონფერენციო ნაშრომი დაწერილი უნდა იყოს აკადემიური ენით. აუცილებლად უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემატიკას.
             2. ნაშრომს უნდა ახლდეს თავფურცელი და ბიბლიოგრაფია. უზრუნველყოფილი იყოს სამეცნიერო აპარატით (სქოლიო და ა. შ.).
             3. თავფურცელზე მითითებული უნდა იყოს კონფერენციის სრული სახელწოდება, საკონფეენციო  ნაშრომის  სათაური,  თემის ავტორი (ავტორები),  ხელმძღვანელი პროფესორი  და  უნივერსიტეტი.
              4. ნაშრომი  უნდა  შედგებოდეს  შესავლის,  ძირითადი  და დასკვნითი ნაწილებისგან.  სასურველია მოხსენებაში იყოს  წარმოჩენილი ავტორის ახალი ხედვა, ახალი წყარო ან ახალი ინტერპრეტაცია, რაც გათვალისწინებული იქნება ნაშრომების შერჩევისას. უნდა ჩანდეს  ავტორის კრეატიულობა,  საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულება,  ანალიტიკური მიდგომა.
               5. ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს  Microsoft word-ში.
               6. ნაშრომი დაბეჭდილი უნდა იყოს  sylfaen-ით,  არ უნდა აღემატებოდეს   7-8 გვერდს, თავფურცელის შრიფტი 16,  თემის და გამოყენებული ლიტერატურის შრიფტი 12,  (სქოლიო - 10), ხაზებს შორის დაშორება  - 1.5
          
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
თვითოეულ მომხსენებელს ექნება 10 წუთი, 5 წუთი დაეთმობა დისკუსიას.
დასაშვებია, როგორც ინდივიდუალური, ისე თანაავტორობით დაწერილი ნამუშევრების ჩაბარება.
თეზისების ჩაბარების ბოლო ვადაა 25 აპრილი.                                                                                           
თეზისების და სტატიების გადმოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:   Independencedayconference@gmail.com                            
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
საკონტაქტო პირები: მაკა ხუციშვილი, ელენე გელაშვილი                                            
მობ: 555 53 46 90 მაკა,  555 94 52 02 ელენე                       

Print

« იხ. ყველა სიახლე