2-6 დეკემბერს ევროგაერთიანების უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის ტემპუსის (TEMPUS) პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (Developing Student Career Services in Georgia (CASEDE), partnership contract No. 530566-TEMPUS-1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-001)-P6) ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა ტრენინგები საკარიერო განათლებაში მომავალ ლექტორთათვის.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პროექტის მონაწილე საქართველოს 7 უნივერსიტეტის 14 ლექტორი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის). ტრენინგებს ჩაატარებენ ტრენერები პროექტის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებიდან.