2016-05-05

დასაქმების ფორუმი თსუ-ში

11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია.  კომპანიების მოწვევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული თავად სტუდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:
  • საჯარო სფერო: იუსტიციის სახლი, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;
  • საბანკო-საფინანსო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;
  • სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი L, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი;
  • კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia;
  • მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება:  ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა;
  • სამედიცინო სფერო:  თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,  ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა;
  • სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვა.
დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულსაც).

დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: career@tsu.ge

მისამართი: თსუ, I კორპუსი, სააქტო დარბაზის ჰოლი

Print

« იხ. ყველა სიახლე