2010-03-30

დაზღვევის გაფორმების ახალი ვადები თსუ–ის შტატგარეშე თანამშრომლებისათვის

დაზღვევის გაფორმების საბოლოო ვადამ თსუ–ის მოწვეული თანამრომლებისათვის 22 აპრილამდე გადაიწია. გთხოვთ აღნიშნულ თარიღამდე მიმართოთ პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
საკონტაქტო ტელ.: 22 36 19


სადაზღვევო პოლისი GPIH-A:
    მომსახურების სახე   თანაგადახდა   წლიური სადაზღვევო ლიმიტი
  1.   24/24 ცხელი ხაზი   100%   ლიმიტის გარეშე
  2.   ოჯახის (პირადი) ექიმის მომსახურება   100%  ლიმიტის გარეშე
  3.   პროფილაქტიკური გამოკვლევები   100%   წელიწადში ორჯერ
  4.   სასწრაფო სამედიცინო დახმარება   100%   ლიმიტის გარეშე
  5.   გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება   90%   5 000.00 ლარი
  6.   ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო   90%   5 000.00 ლარი
  7.  გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება   100%   3 000.00 ლარი
 8.   გეგმიური ამბულატორიული მომსახურება  50%   500.00 ლარი
  9.   გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება   100%  ლიმიტის გარეშე
  10.   მედიკამენტები   50%   500.00 ლარი
 11.   გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება   100%   ლიმიტის გარეშე
  12.   გეგმიური (თერაპიული და ქირურგიული) სტომატოლოგიური მომსახურება   50%   500.00 ლარი
  13.   ორთოპედიული/ორთოდონტიული სტომატოლოგიური მომსახურება   30%   ლიმიტის გარეშე
  14.  უბედური შემთხვევის დაზღვევა (ვრცელდება თანამშრომლებზე)   100%   4 000.00 ლარი


შენიშვნა :
აღნიშნული პირობები ვრცელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატგარეშე მომუშავე თანამშრომელესა და მათი ოჯახის წევრებზე;
ოჯახის წევრად განიხილება – თანამშრომლის მეუღლე (60 წლამდე) და შვილი/შვილები (1 დან 18 წლამდე);
ასკობრივი ლიმიტი თანამშრომლისთვის – 60 წლამდე;
დაზღვევის მინიმალური ხანგრძლივობა ერთი წელი;

სადაზღვევო პრემიის გამოთვლის წესი:


  1. 50 თანამშრომლის დაზღვევის შემთხვევაში:
    სადაზღვევო პრემია ერთი თანამშრომლისთვის თვეში
    30.00 ლარი
    საოჯახო პაკეტის პრემია  თვეში
    78.00 ლარი
  2. 100 თანამშრომლის დაზღვევის შემთხვევაში:
    სადაზღვევო პრემია ერთი თანამშრომლისთვის თვეში
    28.00 ლარი
    საოჯახო პაკეტის პრემია  თვეში 72.00 ლარი
  3. 200 თანამშრომლის დაზღვევის შემთხვევაში:
    სადაზღვევო პრემია ერთი თანამშრომლისთვის თვეში 26.00 ლარი
    საოჯახო პაკეტის პრემია  თვეში 65.00 ლარი


Print

« იხ. ყველა სიახლე