აზიის ბიზნეს აკადემია
(AAB, Academy of Asian Business) საერთაშორისო კონკურსში WACC 2020 (World Asian Business Case Competition) მონაწილეობის მისაღებად იწვევს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. კონკურსი ტარდება სახელწოდებით „
How Asian Brands Soar”. მასში მონაწილეობის მსურველებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა) უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია, წამყვანი აზიური კომპანიის საქმიანობის და მისი მსოფლიო წარმატების შესახებ. კონკურსში მონაწილე საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა 8 აგვისტოს ეწვიოს სეულს, სადაც გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მონაწილეობის შესახებ პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ
1 აპრილამდე. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოვლინდებიან
12 ივნისს.
AAB, ასევე აწესებს ჯილდოს კატეგორიებში: „The AAB Best Educator of the Year Award” და
„The Best Business Creative Capitalism Award“. ჯილდო გადაეცემათ ეკონომიკის და ბიზნესის
სფეროში, საგანმანათლებო საქმიანობით დაკავებულ წარმატებულ პირებს. მონაწილეობის
პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე.