2011-11-10
1) თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მუშაობის განრიგი: http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/humanities/news/12245/?p=1
2) "ნორჩ ეკონომისტთა სკოლა". ლექციები ტარდება ყოველ შაბათს, 11.00 საათზე, მაღლივ კორპუსში, 206 აუდიტორიაში. კოორდინატორი, მარი უკლება – 593 78 02 58;
3) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: ფაკულტეტის და ბიოლოგიის მიმართულებების კოორდინატორი – პროფ. რუსუდან ინწკირველი – 577 412 69 11; მათემატიკა – პროფ. ილია თავხელიძე – 593 32 11 93; ფიზიკა – პროფ. რამაზ ლომსაძე – 500 17 29 16; ქიმია – პროფ. ხათუნა კახიანი – 877 54 41 85; გეოგრაფია – პროფ. გიორგი დვალაშვილი – 599 91 36 65;
4) „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“ – 3 ლექცია პლანეტარიუმში. 3 კვირის განმავლობაში მოსწავლეები მოისმენენ 3 ლექციას ასტრონომიაში. მოსწავლეთა ყოველი ჯგუფისათვის კვირაში 1 ლექცია ჩატარდება (ხანგრძლიობა 1–1,5 სთ.). დღე და საათი სკოლასთან შეთანხმებით, კვირა დღის გარდა. სასურველია, ჯგუფში არა უმეტეს 25 მოსწავლე (ვითვალისწინებთ პლანეტარიუმის მასშტაბს. პროფ. შალვა საბაშვილი – 595 23 42 09;
5) „ნორჩ იურისტთა სკოლა“ – 4 ან 8 ლექცია – სკოლასთან შეთანხმებით. თსუ დოქტორანტი ჩაატარებს ლექციებს მოსწავლეებისათვის მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. დოქტ. დავით წულაია – 591 70 10 95;
6) სადისკუსიო კლუბი ყოველ შაბათს, 15.00 სთ–ზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა და მოსწავლეთა სადისკუსიო კლუბის შეკრებები ტარდება. კლუბის წევრები სწავლობენ სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვას, ანალიზს, ლოგიკურ მსჯელობას, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, არგუმენტირებას, დისკუსიაში საკუთარი აზრისა თუ პოზიციის დაცვას. კლუბის ატმოსფერო დიდად უწყობს ხელს ახალგაზრდის მოქალაქეობრივ ზრდასა და ჩამოყალიბებას. ხელმძღვანელი პროფ. ამირან ბერძენიშვილი – 599 36 58 45; კოორდინატორები – გიორგი გრიგოლაშვილი – 555 65 41 40; ლევან ლორთქიფანიძე – 555 27 74 03; თსუ, VI კორპუსი, მე–2 სართული. უფროსკლასელებს ვთავაზობთ, გაწევრიანდნენ ჩვენს კლუბში.
6) სამედიცინო ფაკულტეტის კოორდინატორი – პროფ. ფატი ძოწენიძე – 599 43 53 32; სკოლებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ ამა თუ იმ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. საკონტაქტო ტელ.: 225 27 49.
თსუ–საბავშვო უნივერსიტეტი ასევე მზად არის ესტუმროს დაინტერესებულ სკოლას და გააცნოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აღნიშნული და, ასევე, სხვა გეგმები და პროექტები. ველით სკოლების გამოხმაურებას.
« იხ. ყველა სიახლე