2012-02-03

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია თემაზე: „გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები“

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2012 წლის 7 აპრილს,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის
          თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან
(მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი,
          ოდესის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი) ერთად,
          აწყობს  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე:

  „გლობალიზაცია,   საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები“

    თქვენი უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი პროფილის პროფესორ-მასწავლებლებს ვიწვევთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად!
კონფერენციის მუშაობის  შედეგების მიხედვით გამოიცემა შრომათა კრებული.  (ინფორმაცია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - www.tsu.edu.ge
).

    კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და სააპლიკაციო ფორმა თან ერთვის.
პატივისცემით,

         თეიმურაზ შენგელია
     ეკონომიკის მეცნიერებთა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, „საერთაშორისო ბიზნესის“ კათედრის  ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტ.(მობ) 5 95 90 47 57
(კათედრა) 2 30 35 67
E-mail: Shengelia.temur@gmail.com 
Print

« იხ. ყველა სიახლე