ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით
2017 წლის 13 მარტს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით: „მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“.
დასაწყისი: 11:00 საათი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
მონაწილეები კონფერენციაზე წარმოადგენენ ნაშრომებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების, საერთაშორისო კონტექსტში ქართული დემოკრატიის გამოცდილების, დემოკრატიული რესპუბლიკის პარტიების, პარტიათა სისტემების, პარტიათა პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების და ქალთა მონაწილეობის, პარტიათა იდეოლოგიების, პარტიათა შორის დაპირისპირებებისა და თანამშრომლობის შესახებ.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი