ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კვლევით კონფერენციას თემაზე
„გარემო და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის
მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის. ნაშრომებს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო კვლევითი და არა ინფორმაციული ხასიათი. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.
პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ აბსტრაქტი, სადაც წარმოდგენილი იქნება თემის არსი, საკითხის აქტუალობა, კვლევის პროცესის მეთოდები და მოსალოდნელი შედეგები. მონაწილეებმა აბსტრაქტები უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:
gdmgski@gmail.com.
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა
2017 წლის 1მაისი, 23:59 საათი.
კომისია შეაფასებს აბსტრაქტებს და შემდეგ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს დაუკავშირდება კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი.
მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეებისთვის
5 მაისს მოეწყობა შეხვედრა, სადაც კომისიის წევრები მონაწილეებს მისცემენ მიმართულებას კვლევის შემდგომ გასაგრძელებლად.
მესამე დასკვნითი ეტაპი კი გულისხმობს საკონფერენციო თემისთვის საბოლოო სახის მიცემას და წარდგენას. საბოლოო ნაშრომები მონაწილეებმა უნდა გადააგზავნონ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
gdmgski@gmail.com. არა უგვიანეს
2017 წლის 24 მაისისა, 23:59 საათამდე. შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება
28 მაისს. მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შეეძლებათ
5 მაისიდან 24 მაისამდე მიიღონ კვლევისთვის მეთოდური დახმარება კომისიისგან.
შემაჯამებელი კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც ექნებათ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელების საშუალება.
ნაშრომებისა და აბსტრაქტების ტექნიკური მახასიათებლები:
A4 ფორმატისფურცელი, შრიფტი - ქართულიუნიკოდი (Sylfaen), შრიფტისზომა - 12, სტრიქონებსშორისდაშორება - 1,5; ფურცლისკიდეებიდანდაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1,5, ზემოთდაქვემოთ - 2,5. აბსტრაქტს მონაწილეებმა თან უნდა დაურთონ საკონტაქტო ინფორმაცია - მობილურის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი.
გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია: 599516142; 557112338;
gdmgski@gmail.com