2015-11-26

თსუ რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს.  თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ადმინიტრაციას რექტორის მოადგილის თანამდებობაზე პროფესორი დარეჯან თვალთვაძე წარუდგინა. დარეჯან თვალთვაძემ ამ თანამდებობაზე თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე შეცვალა.

„განსაკუთებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ლევანს თანამშრომლობისთვის. ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მასთან ოცდახუთწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით ბატონი ლევანი იქნება ჩემი მრჩეველი. მისი გამოცდილება წაადგება უნივერსიტეტს.“

დარეჯან თვალთვაძემ 1980 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი  არის ფილოლოგიის დოქტორი, 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თსუ ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის ხელმძღვანელი. დარეჯან თვალთვაძე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2010 წელს პირველი ვადით, ხოლო 2014 წელს მეორე ვადით აირჩია ფაკულტეტის დეკანად.

Print

« იხ. ყველა სიახლე