ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,
თსუ–საბავშვო უნივერსიტეტში მრავალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა
ხორციელდება. ეს საქმიანობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სრული მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ სახის პროგრამები ზრდის
მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციას და,აქედან გამომდინარე, მათში ჩართვა –
რეკომენდებულია.
გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლების პედაგოგებს, აქტიურად მიიღონ
მონაწილეობა ამ და ადრე გამოცხადებულ შემეცნებით/საგანმანათლებლო
პროგრამებში:
25 თებერვალს, შაბათს, 11 საათზე, მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში
განახლდება ლექციები ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში .
კოორდინატორი – ქ–ნი მარი უკლება,მობ.: 593 780 258.
მიმდინარეობს მსურველთა ჩაწერა ნორჩ ასტრონომთა სკოლაში –
3 კვირის განმავლობაში მოსწავლეები თსუ მე–2 კორპუსში,პლანეტარიუმში
მოისმენენ 3 ლექციას ასტრონომიაში,. მოსწავლეთა ყოველი ჯგუფისათვის კვირაში 1
ლექცია ჩატარდება (ხანგრძლიობა 1–1,5 სთ.). დღე და საათი სკოლასთან
შეთანხმებით,კვირა დღის გარდა. სასურველია, ჯგუფში არა უმეტეს 25 მოსწავლისა
იყოს (ვითვალისწინებთ პლანეტარიუმის ზომას).
დაუკავშირდით პროფ. შალვა საბაშვილს, მობ.: 595 23 42 09;
მიიღეთ დამხმარე მასალა ქიმიაში – არაორგანული და ორგანული ქიმიის კურსი
ელ.ფორმატში. მასალის მისაღებად დაუკავშირდით დოქტ. მარინა ლომოურს, ტელ.:577
244 524.
ექსკურსია ზოოლოგიის მუზეუმში –ბიოლოგიის კორპუსი (მაღლივი კორპ.პირდაპირ)
თსუ–ში გაიხსნა ზოოლოგიის მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია. ეს უმდიდრესი
მუზეუმია სამხრეთ კავკასიაში, მასში 5 000 –ზე მეტი ექსპონატია დაცული.
მუზეუმი დაარსდა 1921 წელს, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით. ექსკურსიის
შესათანხმებლად დარეკეთ მუზეუმის მენეჯერთან: ქ–ნი მზია ჯაველიძე, ტელ.:593
513 162.
ექსკურსია თსუ I–სა და II კორპუსში და ლექცია უნივერსიტეტის დაარსების
შესახებ– დროის შესათანხმებლად დარეკეთ დოქტ. მარინა ლომოურთან, ტელ.:577 244
524.
გაეცანით ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მუშაობის განრიგს:
1. თამარ გეგია _ „წიგნის ისტორია“ _ 17 თებერვალი
2. გელა ცაავა _
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე და ეთნო-პოლიტიკური
კონფლიქტი აფხაზეთში“ _ 24 თებერვალი
3. ბონდო კუპატაძე _ „მონარქია
საქართველოში“ _ 2 მარტი
4. გიორგი ჟუჟუნაშვილი _ „ქართლ-კახეთის სამეფოს
რუსეთთან შეერთების საკითხი“ _ 9 მარტი
5. თეიმურაზ პაპასქირი _ „სტალინი და ჰიტლერი“ _ 16 მარტი
6. ჯაბა
სამუშია _ „თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება“ _ 23 მარტი
7. ნიკოლოზ
ჟღენტი – საქართველო – ევროპის ურთიერთობები შუა საუკუნეებში – 30 მარტი
კოორდინატორი – ქ–ნი ქეთი გოჩიტაშვილი, ტ.: 247 53 49, მობ.: 599 905 761.