ავტორმა ნაშრომი უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით და იგი უნდა მოიცავდეს:
ავტორის ვინაობას (სახელი, გვარი, სამეცნიერო წოდება, სამეცნიერო ხარისხი);
ნაშრომის სათაურს; მოცემული კონფერენციის თემატიკის კონკრეტულ საკითხს;
ავტორის საკონტაქტო მონაცემებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.
მოცულობა: არანაკლებ 8 გვერდი და არაუმეტეს 15 გვერდი.
ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 120-150 სიტყვა.
ნაშრომის სათაურის ქვემოთ უნდა განთავსდეს საკვანძო სიტყვები – 4-5 საკვანძო სიტყვა.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე:
info-gca@competition.ge და
conference-gca@competition.ge-ზე, სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „სტატია კონფერენციისთვის“. ფაილი დასათაურებული უნდა იყოს შემდეგი წესის დაცვით: სახელი-გვარი _ კონფერენცია 2018.
ავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი, არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.
მოთხოვნების დარღვევით შესრულებული ნაშრომი არ განიხილება. თუმცა, სააგენტო იტოვებს უფლებას, ნაშრომი შენიშვნებით უკან დაუბრუნოს ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო კვლავ განიხილავს მას.