26 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, თსუ რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია საერთაშორისო სემინარს „In Vitro განაყოფიერება დღეს“ გამართავს.
15.30 საათი -რეგისტრაცია
16.00 საათი-პროფ.
შინგ ლინ ტანი, MBBS, FRCOG, FRCSC, FACOG, MMed(O&G), MBA-მეანობა-გინეკოლოგიის პროფესორი, მაკ გილის უნივერსიტეტი; ორიჯინ ელი კლინიკისა და ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო დირექტორი; მაკ გილის რეპროდუქციული ცენტრის დამაარსებელი სამედიცინო დირექტორი (მონრეალი, კანადა).
ლექცია თემაზე:
„ნაყოფიერების შენარჩუნება საკვერცხის ქსოვილის, IVF და IVM კვერცხუჯრედების გაყინვით“.
17.00 საათი-დოქტორი
გრეის ტანი, BSc (Pharm), MSc (London School of Econ), DPhil (Oxon) მაკ გილის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; MD-MBA პროგრამის დირექტორი, მაკ გილის უნივერსიტეტი (მონრეალი, კანადა)
ლექცია თემაზე:
„IVF მკურნალობით გამოწვეული სტრესის შემცირების კომპლემენტარული მეთოდი“
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია