თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება 2017 წლის
28-29 ივნისს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა.“
კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისათავს.
კონფერენციაში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მონაწილეები განიხილავენ როგორც საქართველო-იაპონიის ურთიერთობების, ისე უშუალოდ იაპონიის ისტორიულ-კულტურულ ასპექტებს.
კონფერენციის დასაწყისი:
10:30 საათი.
მისმართი:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი ,აუდიტორია 115
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისათავის ფარგლებში,
29 ივნისს 15:00 სათზე, ცნობილი იაპონელი რეჟისორი ტაკეფუმი ცუცუი უჩვენებს თავის მხატვრულ ფილმს "თავისუფალი წარმოსახვა".
მისამართი:თსუ V კორპუსი, აუდიტორია 306 „იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი“