ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმანისა და სტანდარტიზაციის პრობლემებით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს იწვევს საერთაშორისო კონფერენციაზე - "საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია".
კონფერენციის მიზანია შეკრიბოს წამყვანი აკადემიური, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები, პრაქტიკოსი მთარგმნელები, სამაუწყებლო კომპანიები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმნისა და სტანდარტიზაციის დარგში დაგროვილი გამოცდილების გასააზრებლად, აგრეთვე, იმ პრობლემების გამოსაკვეთად, რომლებიც ახასიათებს საერთაშორისო ტერმინოლოგიის თარგმნასა და სტანდარტიზაციას იურისპრუდენციის, მედიცინის, ადამიანთა უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, სპორტის, საერთაშორისო სამართლისა და სხვა სფეროებში.
კონფერენციის ორგანიზატორები: გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენცია გაიმართება
2018 წლის 5-7 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის დღის წესრიგში შევა ყველა მოხსენება, რომლებიც შეეხება საერთაშორისო ტერმინების თარგმანისა და სტანდარტიზაციის პრობლემებს, ასევე კონკრეტული შემთხვევების ანალიზსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს.
თეზისის მოცულობა: არა უმეტეს 400 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენებზე. თეზისს უნდა ერთვოდეს მომხსენებლის მოკლე ბიოოგრაფია სამუშაო ადგილისა და ელფოსტის მითითებით.
ფორმატი: doc.
შრიფტი: Sylfaen, ზომა - 11.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2018 წელი
თეზისების რეცენზირების დასრულება - 15 აგვისტო, 2018 წელი
კონფერენციის პროგრამის გამოცხა დება: 20 აგვისტო, 2018 წელი
კონფერენციის ელფოსტა:
gashol.ge@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს კონფერენციის ელ.მისამართზე:
gashol.ge@gmail.com
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა: 100 ლარი საქართველოს მოქალაქეებისათვის.
130 ევრო სხვა ქვეყნების მოქალა ქეებისათვის.
კონფერენციის აღმასრულებელი საბჭო:თინათინ ბოლქვაძე, მაკა თეთრაძე, ნინო აბესაძე