ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-13

გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექციები

20-22 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური სახლის მოწვევით, ამერიკაში მოღვაწე ისტორიის სოციოლოგი, პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს სამდღიან ლექციათა კურსს. ლექციები შეეხება რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული განვითარების მიმოხილვას, სხვადასხვა დროს მსოფლიოში არსებული მოდერნიზაციული პროექტების შედარებით ანალიზს, იმას, თუ რა ტიპის მოდერნიზაციული ეტაპები გაიარა კონკრეტულად რუსეთმა, რა გავლენას ახდენდა ეს პროცესები მეზობელ ქვეყნებზე და როგორია დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული რეალობის არქიტექტურა კავკასიის რეგიონსა და გლობალურ სამყაროში.

პროფესორ გიორგი დერლუგიანი სწავლობდა აფრიკულ ენებსა და ისტორიას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 80-იან წლებში მოზამბიკში ის პირველად გახდა სამოქალაქო ომის თვითმხილველი. 90-იან წლებში გადავიდა ამერიკაში, სადაც კითხულობდა ლექციებს, კორნელის, მიჩიგანის და ნორსვესტერნის უნივერსიტეტებში.პარალელურად გიორგი დერლუგიანი სწავლობდა საზოგადოების ევოლუციას, საველე პრაქტიკებს გადიოდა ძირითადად კავკასიის რეგინში. ის ავტორია ნაშრომებისა „რატომ არაა აჭარა აფხაზეთი და თათრეთი ჩეჩნეთი“ (1994წ); „ჩე-გევარა ჩალმით“ (1999წ); „ბურდიეს იდუმალი თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005წ); „როგორაა ეს სამყარო მოწყობილი“ (მოსკოვი 2012წ); ,,რა იყო კომუნიზმი“, ავადროულად, იმანუელ ვალერსტაინთან, რენდელ კოლინზთან, მაიკლ მანთან და კრეიგ ქელჰოუნთან ერთად თანაავტორია წიგნისა“აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?“ (ოქსფორდი, 2013), რომელიც თარგმნილია 17 ენაზე. 2011 წლიდან პროფესორი დერლუგიანი მუშაობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აბუ დაბიში(არაბთა გაერთიანებული საემიროები).

ლექციების განრიგი და თემატიკა

სამუშაო ენა - ინგლისური.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის ასისტენტს -დავით კახიანს
ტელ:555 55 66 65; ელ-ფოსტა:david.kakhiani@caucasianhouse.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე