ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-04

მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში სწავლა განახლდება პარასკევს 11 მარტს, 18:00 საათზე. თემაზე „მოგზაურობა აპაჩებთან“ ისაუბრებს ასისტენტ-პროფესორი მიხეილ ბარნოვი. ბატონი მიხეილი თავად იმყოფებოდა მივლინებით ინდიელ ტომებთან და საკუთარი გამოცდილებისა და ინტენსიური სამეცნიერო კვლევის საფუძველზე ისაუბრებს ინდიელთა ისტორიაზე, ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეორე სემესტრში ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში (ცვლილების შემთხვევაში გაიგზავნება შეტყობინება); ლექციების ჩატარების დრო - 18.00 საათი რჩება უცვლელი. გთხოვთ იხილეთ ბმული.

მისამართი:  ჭავჭავაძის გამზ. N1, მე-2 სართული, სააქტო დარბაზი.

Print

« იხ. ყველა სიახლე