2014-05-20

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის, ნიდერლანდების საელჩოსა და Garage48-ს მხარდაჭერით ჰაკატონი გაიმართება

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის, ნიდერლანდების საელჩოსა და Garage48-ს მხარდაჭერით, 30 მაისი - 1 ივნისის პერიოდში ჰაკატონი ჩატარდება. 

ჰაკატონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს: დეველოპერს , დიზაინერს, ტექნოფილს, ნოვატორ ლიდერს და აქტიურ მოქალაქეს.
გაქვთ, ახალი იდეები, მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? გსურთ, იყოთ საქართველოში სოციალური ინოვაციების მესაჭე? დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ  მონაწილეობა 30 მაისი - 1 ივნისის ჰაკატონში,  რომელსაც  უმასპინძლებს  Garage48 და მხარს  უჭერენ  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ნიდერლანდების საელჩო.

ეს არის ღონისძიება, გაბედული და ახალ წამოწყებებზე ორიენტირებული, აქტიური ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიანთი ახალი იდეა გარდაქმნან პროდუქტად (ან მუშა პროტოტიპად), ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში. ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა უნარების და როლების მქონე ადამიანებს:  
  • დიზაინერები - დამოუკიდებელი მოაზრონვეები, რომლებიც ქმნიან ვიზუალურ იდენტობას და მომხმარებლის ინტერფეისის
  • ვებდეველოპერები - HTML / CSS / AJAX / JS
  • პროგრამისტები და მობილური აპლიკაციების შემქმნელები  
  • ნოვატორი ლიდერები ან პროექტის მენეჯერები - ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ბიზნეს იდეების წამოწყება, გუნდების მართვა და სამუშაოს დროულად შესრულება
  • მარკეტინგის გურუები
  • დიპლომატები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტები, მივესალმებით ასევე ყველა ჟურნალისტს!  

ჰაკატონში გამარჯვებულებს გადაეცემათ 3,000 აშშ დოლარამდე ოდენობის განვითარების გრანტები!

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით ონლაინ შემდეგი ფორმის გამოყენებით. თუ, გაქვთ იდეები და გსურთ მათი განვითარება, გამოაგზავნეთ ისინი ელ-ფოსტაზე: info@elva.org 24 მაისს, შუაღამემდე. განაცხადი უნდა მოიცავდეს პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, მოქალაქეების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის იდეას.  
გაქვთ შეკითხვები? დაუკავშირდით მარკ ვან ემბდენ ანდრესს ელვადან: mark@elva.org.


Print

« იხ. ყველა სიახლე