2017-05-22
შემოდგომის ლექციები – 2017
2017 წლის სექტემბერში „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება სპეციალური, ე.წ. QUALI-Start-Up ლექციების (ინგლისურენოვანი) კურსი, რომელიც „შემოდგომის ლექციები - თბილისში" პროექტის სახელითაა ცნობილი და 2013, 2015 წლებში ჩატარებული ღონისძიების გაგრძელებას წარმოადგენს (http://fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/). ამავე მიზანს ემსახურება სტუდენტების მონაწილეობით გამართული ზაფხულის სკოლა-სემინარების ციკლი (GGSWBS) რომელიც ტრადიციულად იმართება ყოველ ლუწ წლებში დაწყებული 2004 წლიდან (http://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/).
ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის და ბიოლოგიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.
პროექტში მონაწილე სტუდენტების (ბაკალავრი, მაგისტრანტი) სამიზნე ჯგუფების შერჩევა ორ ეტაპად დაიგეგმა. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს CV, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები. კონკურსის ეს ეტაპი წელს წარმატებით ჩატარდა კონსორციუმის უნივერსიტეტებში და მეორე ეტაპისთვის რეკომენდაცია გაეწია 47 სტუდენტს.
შერჩევის ფინალური ეტაპი ჩატარდება 5-9 ივნისს, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტებში შემდეგი განრიგით:
5 ივნისი – ღონისძიების გახსნა (თსუ, I კორპუსი, აუდ. 107)
6 ივნისი – სტუდენტთა ინტერვიუ (თსუ)
7 ივნისი – სტუდენტთა ინტერვიუ (სტუ და ილიაუნი)
8 ივნისი – სტუდენტთა ინტერვიუ (აგრიუნი)
9 ივნისი – შედეგების გამოცხადება (თსუ, I კორპუსი აუდ. 107).
გასაუბრებას ჩაატარებენ იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები (ინსტიტუტების დირექტორები) ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.
ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე აირჩევა 20 საუკეთესო სტუდენტი რომლებიც შემოდგომაზე (9–17 სექტემბერი) გაემგზავრებიან იულიხის ცენტრში სადაც გაივლიან ლექციების კურსს, გაეცნობიან მოწინავე ტექნოლოგიურ ბაზას და მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ კვლევებში. ამავე დროს სტუდენტები უკეთ გაეცნობიან იმ მოთხოვნებს რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე ახლო მდებარე აახენის (RWTH Aachen) და კიოლნის (Köln) უნივერისტეტებში.
დაწვრილებით ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე
“ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის” (GGSB) პროექტის ფარგლებში მიმდინარე 20 წლიანი სამეცნიერო თანამშრმლობა წამყვანი ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმსა (თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრიუნი) და იულიხის კვლევით ცენტრს (Forschungszentrum Juelich, FZJ) შორის მეტად ნაყოფიერი გამოდგა. ამ დროის განმავლობაში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 2016 წლის შემოდგომაზე, თსუ-ში, პირველი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ე.წ. სმარტ ლაბორატორიის (SMART: Science, Medicine, Applied Research and Technology) დაფუძნებას (ფუნდამენტური და გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით) და მისი ერთობლივი დაფინანსების უზრუნველყოფას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და იულიხის ცენტრს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად იგეგმება ახალი SMART ლაბორატორიების გახსნა ატმოსფერული ქიმიისა და სამედიცინო კვლევების სფეროში. მიუხედავად იმისა რომ SMART ლბორატორიების ძირითადი ფუნქცია კვლევითი ხასიათისაა, მათ პარალელურად შეუძლიათ დიდი როლი შეასრულონ უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. მაგალითად, საერთაშორისო კოლაბორაციული კვლევების ფარგლებში ახალგაზრდა თაობის (ბაკალავრი-მაგისტრი-დოქტორი) სტუდენტების აქტიური ჩართულობით, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და იულიხის მიერ დამტკიცებული ერთობლივი პროგრამით.

« იხ. ყველა სიახლე