გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,ირაო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2014 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.
შტატგარეშე თანამშრომლებს (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალს) შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი საფასურიც (34 ლარი და 42 თეთრი) დაიქვითება ხელფასიდან.
უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები 65 წლამდე), ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას (34 ლარი და 42 თეთრი) იხდის მსურველი.
ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 24 იანვრისა (დაზღვევა ძალაში შევა 2013 წლის პირველი თებერვლიდან). დაზღვევის მსურველებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ დასაზღვევი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დაზღვეულებს ოჯახის ექიმები მოემსახურებიან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში (აბულაძის ქ. 20), კლინიკა ნიუმედში (მარიჯანის ქ.4) და კლინიკა DKC-ში (ქავთარაძის ქ.16 ).
ექიმთან ვიზიტამდე დაზღვეული უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის სადღეღამისო ცხელ ხაზს – 2-949-949;
P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (
დანართი1,
დანართი2) ან მიმართეთ პერსონალის მართვის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს. (577 244 123)