ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-06

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი და ახალგაზრდული ორგანიზაცია „#უფროზუსტად’’ იწყებს Sales MBA-ს მეორე ნაკადის მიღებას

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი და ახალგაზრდული ორგანიზაცია „#უფროზუსტად’’, თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, იწყებს Sales MBA-ს მეორე ნაკადის მიღებას. ტრენინგი/პრეზენტაცია  ჩატარდება 6 - მარტს, თსუ-ს XI (ბიოლოგების) კორპუსში, 14:00 საათზე, 421 - აუდიტორიაში. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 13.

Sales MBA არის საუკეთესო შანსი 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ გაყიდვები და პარალელურად მიიღონ ანაზღაურებადი დასაქმება წარმატებულ კომპანიებში. სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ კვირა დღეს და დანარჩენ დღეებში დასაქმებული არიან საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორ კომპანიებში კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. კურსს სრულად აფინანსებს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე