2013-12-01

ინგლისური ენის დისტანციური სწავლება

2014 წლის იანვრიდან ქ. თბილისის მერია  ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად იწყებს ინგლისური ენის  დისტანციური სწავლების უფასო კურსს.
შემუშავებულია 9   სასწავლო მოდული: 
  • ინგლისური ენის საბაზისო მოდული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის;
  • ინგლისური ენის საბაზისო მოდული პლიუსი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის;
  • ინგლისური ენის ძირითადი მოდული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის;
  • ინგლისური ენის ძირითადი მოდული პლიუსი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის; 
  • ინგლისური ენის კურსი სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის;
  • ინგლისური ენის მოდული სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის პლიუსი;
  • ინგლისური ენა ტაქსის და ავტობუსის  მძღოლებისთვის;
  • ინგლისური ენა კვების ობიექტების მომსახურე პერსონალისათვის;
  • ინგლისური ენა პატრულისა და დაცვის თანამშრომლებისათვის.
ყოველი მოდულის დამთავრების შემდეგ მსურველს შეუძლია გაიაროს მომდევნო მოდული. დისტანციურისწავლების დრო (დღე, საათი) შეზღუდული არ არის. კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა ბრიტანეთის საბჭოსა და მერიის მიერ დამოწმებული ერთობლივი სერტიფიკატი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

რეგისტრაცია დასრულდა 2 დეკემბერს, 17.00 საათზე.



Print

« იხ. ყველა სიახლე