2011-05-03
კონფერენცია თემაზე „ეროვნული ენები აკადემიურ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში“
ესტონეთის აკადემიური ცენტრი ესტონური ენისა და კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2011 წლის 29–30 აგვისტოს ტალინის უნივერსიტეტში ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ ეროვნული ენები აკადემიურ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში.“ კონფერენცია იმართება ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
თეზისები, მიმდინარე წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abstract_nataclang@tlu.ee; nataclang@tlu.ee
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ელექტრონული გვერდი.
თეზისები, მიმდინარე წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abstract_nataclang@tlu.ee; nataclang@tlu.ee
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ელექტრონული გვერდი.
« იხ. ყველა სიახლე