2013-08-21

პორტუგალიური ენის კურსები თსუ-ში

თსუ კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი თსუ სტუდენტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის  პორტუგალიური ენის პირველი დონის  კურსს ხსნის. კურსის 1 სემესტრი (24 სექტემბრიდან 9 იანვრამდე) ითვალისწინებს 24 გაკვეთილს და გამოცდას. გაკვეთილები ჩატარდება თსუ მეორე კორპუსში,  203-ე ოთახში (თსუ კამოეშის ცენტრი).
პორტუგალიური ენის შესწავლის მსურველებმა 20 სექტემბრამდე უნდა გააგზავნოთ მეილი  ელექტრონულ მისამართზე: vera.peixoto@tsu.ge, სადაც აფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ კურსში მონაწილეობით, (პირველ გაკვეთილზე თან იქონიეთ სტუდბილეთი).

დამატებითი ინფორმაცია:
  • კურსი უფასოა;
  •  A2 სერტიფიკატი გაიცემა კურსის გავლის შემდეგ;
  • მიიღებიან მხოლოდ თსუ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები;
  • თითოეულ კლასში  15 სტუდენტამდეა ( სტუდენტთა მაღალი რაოდენობის შემთხვევაში გაიხსნება დამატებითი კლასები ოთხშაბათს და პარასკევს);
  • წიგნების შეძენა სავალდებულო არ არის;
  • ისწავლება, როგორც ევროპული პორტუგალიური, ისე ბრაზილიური პორტუგალიური ენები;
  •  სამუშაო ენაა ინგლისური;
კურსს გაუძღვება პორტუგალიელი პროფესორი ვერა პეიშოტო ( პორტოს უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი; პორუგალიური ენის და ლიტერატურის მასწავლებელი უტრეხტის უნივერსიტეტში 2008-2013 წლებში. თსუ  კამოეშის ცენტრის ხელმძღვანელი 2013 წლიდან)

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ბლოგს და ფეისბუქის გვერდს: portugueseattsu.wordpress.com || facebook.com/portugueseattsu


Print

« იხ. ყველა სიახლე