2018-11-19
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების/აბიტურიენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილები და მიღების ვადები განისაზღვრა თსუ-ს რექტორის ბრძანებით №285/01-01, 16.11.2018.
მობილობის ვადები:
•დოკუმენტაციის მიღება - 19 – 20 ნოემბერი;
•უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 21-22 ნოემბერი;
•სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 26 ნოემბერი;
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 27 ნოემბერი;
•ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 29 ნოემბერი.
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა)განცხადება;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ)სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობა – 2018 წლის 26 ნოემბერი;

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი N118 . ტელ.:(+995 32) 2 25 04 84;

« იხ. ყველა სიახლე