ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-05

სამეცნიერო კონფერენცია გენდერის კვლევაში: ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მე-8 ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას გენდერის კვლევაში: ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა. კონფერენცია ტარდება თსუ გენდერის კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით.

კონფერენცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკლევრებს წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა პოლიტიკური ჩართულობისა და აქტივიზმის შესახებ, ისე ქალთა უფლებების პოლიტიკის საკითხებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში. კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ნაშრომები შემდეგ თემებზე:

ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში:
ქალთა უფლებების პოლიტიკა:
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე