2011-08-15
2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: აკადემიური საბჭოს დადგენილება №57/2011 (დანართი 1)
დოქტორანტურაში მიღების ვადები : ბრძანება №74/01-01; 25.07.2011
ა) საბუთების მიღება – 5 - 13 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 15 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 – 21 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 23 – 27 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 28 სექტემბერი – 7 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 8 ოქტომბერი.
დოკუმენტების მიღება ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია)
წარსადგენი საბუთების ნუსხა:
-
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (
მიუთითეთ რომელი უცხო ენის ჩაბარება გსურთ);
-
განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
-
ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
-
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი, (
2011 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულისათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
-
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
-
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
-
სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.
« იხ. ყველა სიახლე