ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-11-22

ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ II საერთაშორისო სიმპოზიუმზე ლექსიკოგრაფიაში, რომელიც გაიმართება 2012 წლის 18 – 20 მაისს ქ. ბათუმში. სიმპოზიუმს უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:
სიმპოზიუმის მიზანია:
სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები. ასევე გაიმართება ლექსიკოგრაფიული პროექტების,  ელექტრონული და ონლაინლექსიკონების პრეზენტაციები.

სიმპოზიუმის მოხსენებების თემატიკა:

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა ლექსიკოგრაფიულ (ლექსიკოლოგიურ) თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სიმპოზიუმზე გასატანად.
 
სიმპოზიუმზე  გაიმართება დისკუსია  მრგვალ მაგიდასთან  შემდეგ თემაზე:
სიმპოზიუმის სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური.

სიმპოზიუმის რეგლამენტი:

საჯარო ლექცია    40  წუთი
პრეზენტაცია        30  წუთი
მოხესენება            20  წუთი
მსჯელობა             10  წუთი

რეგისტრაცია

სიმპოზიუმის მონაწილედ დარეგისტრირებისათვის ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

symposium@dictionary.ge

აღნიშნულ მისამართზე თქვენი მონაცემების გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელ წერილს.


      სიმპოზიუმის მოხსენება და თეზისები

გთხოვთ სიმპოზიუმის მოხსენების თეზისები გამოაგზავნოთ 2012 წლის 1 მარტამდე  ელ-ფოსტის მისამართზე: symposium@ dictionary.ge

ფონტი: სილფაინი, Times New Roman
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი თითო ენაზე
თეზისები უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე (ქართველი მონაწილეებისათვის).

თეზისების მიღებისთანავე დაგიბრუნდებათ შეტყობინება, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალა შეესატყვისება სიმპოზიუმის მოთხოვნებს და გადაეცა სარედაქციო კოლეგიას.

2012 წლის 1 აპრილს წერილობითი ფორმით გეცნობებათ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია სიმპოზიუმის პროგრამაში.

გთხოვთ,  2012 წლის 20 აპრილამდე სიმპოზიუმის სარეგისტრაციო თანხა - 100 ლარი  - გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს „ბაზისბანკი“
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: ა/ა  სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“

IBAN: GE69 BS00 0000 0000 133557

გადარიცხვისას მიუთითეთ:
II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში - 2012

 დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, ნინოშვილის 35;
ტელ./ფაქსი: 8 422 27 23 74
პროფ. მარინა გიორგაძე, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
marina_giorgaze@yahoo.com

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 36
ტელ.: 8 790 26 95 55
პროფ. თინათინ მარგალიტაძე, ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი
symposium@dictionary.ge

      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, ინგოროყვას 8. ტელ.: 2 99 99 41
      მარიამ მანჯგალაძე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე
      mariam@ice.ge



     სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი:

ალექსანდრე კვიტაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
      
ალიოშა ბაკურიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;

ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

მარინე აროშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

შუქია აფრიდონიძე - ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ირინე გოშხეთელიანი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი;

ლალი ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;

დარეჯან თვალთვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

მარიამ მანჯგალაძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

თინათინ მარგალიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი.

კარლა მარელო - ტურინის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი;

მამია ფაღავა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი;

დავით ჩომახიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.



სიმპოზიუმის მასალების სარედაქციო კოლეგია:

ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

შუქია აფრიდონიძე - ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

მარინე ბერიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ხელძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ლალი ბინიაშვილი - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქეგლის ახალი რედაქციის მეორე ტომის რედაქტორი;

მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ლალი ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;

თამარ ვაშაკიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

დარეჯან თვალთვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

თინათინ მარგალიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი;

კარლა მარელო - ტურინის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი;

გიორგი მელაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი რედაქტორი;

ლია ქაროსანიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ENG 

Print

« იხ. ყველა სიახლე