2017-09-19
საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“
27-29 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამონაწილეობით, საერთაშორისო სიმპოზიუმს „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გამართავს, რომელიც ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს.
სიმპოზიუმი დაგეგმილია UNESCO-ს ღონისძიებათა ფარგლებში. პოეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წელი UNESCO-ს მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად არის გამოცხადებული.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:
•რომანტიკული მსოფლაღქმა, თემები და მოტივები;
•რომანტიზმის ესთეტიკა და ლიტერატურული პროცესი;
•რომანტიზმის ნაციონალური ინვარიანტები. ნაციონალური იდენტობის საკითხი და კულტურული მარკერები;
•რომანტიზმის პოეტიკა;
•რომანტიზმის სემიოტიკა;
•ლიტერატურული კანონი რომანტიზმის ეპოქაში;
•რევოლუცია და რომანტიზმი;
•ქართული რომანტიზმი;
•ნიკოლოზ ბარათაშვილი და მსოფლიო რომანტიზმი;
•რომანტიკოსები ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 17 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება
2017 წლის 27 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ვერე-პალასის“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8) საპრეზენტაციო დარბაზში.
« იხ. ყველა სიახლე