ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-04-13

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ბულგარეთი
სოფიას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია, გეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://erasmus.uni-sofia.bg/site/income/

გერმანია
გისენის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/study/courses/ba
დიუსელდორფის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html

ზაარლანდის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-saarland.de/nc/startseite.html

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, სოციოლოგია, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.
მობილობის პერიოდი: მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
https://www.uni-jena.de/en/Studies/Study+programme.html

 ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები;
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html

ესპანეთი
კადისის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uca.es/
კორდობას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგია, ბიზნესი, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://uco.edu.es/

თურქეთი
ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://iro.ogu.edu.tr/en

ირლანდია
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, ისტორია, არქეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.ucd.ie/
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL  (მინიმალური ქულა - 600 computer based ან 90 iBT) ან IELTS (მინიმალური საშუალო ქულა 6.5).

იტალია
მესინას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://international.unime.it/

პოლონეთი
ვშეჰნიცას პოლონური უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, ესპანური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://wszechnicapolska.edu.pl/english
იაგელონიის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://en.uj.edu.pl/en_GB/start

რუმინეთი
ბუქარესტის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://unibuc.ro/

საბერძნეთი

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), კომპიუტერული მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uniwa.gr/en/

საფრანგეთი
უნივერსიტეტი პარიზი 8
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.univ-paris8.fr/

უნივერსიტეტი ლიონი 2
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა.
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.univ-lyon2.fr/www0-home-157320.kjsp?RF=WWW_EN
საგნების ჩამონათვალი (დანართი)

ფინეთი
ქაიაანის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ტურიზმი
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.kamk.fi/en/Internationality/Exchange-students/Courses-taught-in-English-

ჩეხეთი
მასარიკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, განათლების მეცნიერება, ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://czs.muni.cz/en/student-from-abroad/international-student-guide/course-catalogue
პალაცკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.upol.cz/en/

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:
ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
გერმანული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
ფრანგული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF
იტალიური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA
ესპანური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE
ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2018 წლის 9 ოქტომბერი, 2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)
ან
დ)სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ უცხო ენა სწავლების მიმდინარე საფეხურზე მინიმუმ 2 სემესტრის განმავლობაში (დაგროვილი აქვთ 10 კრედიტი) და საბოლოო გამოცდაში მიღებული აქვთ არანაკლებ 71 ქულისა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
2.CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
3.ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
4.სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
5.უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
7.შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
8.რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
9.მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
10.სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 7 მაისის 16 საათამდე! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ-ის მთავარი გვერდის სიახლეების განყოფილებაში;
აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებ-გვერდზე! ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2020 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გადადებულ იქნას 2021 წლის გაზაფხულის სემესტრამდე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;


Print

« იხ. ყველა სიახლე