ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-02

სამაგისტრო პროგრამებში „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" და „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარების მსურვლეთა საბუთების მიღება იწარმოებს 5 და 6  სექტემბერს: 10:00 – 18:00 საათი. მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: თსუ, VI კორპუსი, ოთახი 207. ტელ: 225 17 35. საკონტაქტო პირი: მედეა უშარაული.

საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3X4)-  ბეჭდური 2 ცალი და  ელექტრონული ვერსია ჩD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.


 




 

Print

« იხ. ყველა სიახლე