ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-15

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები 2016-2017 აკადემიური წლისათვის

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოყოფილ ინგლისურენოვან სამაგისტრო (2 წელი) და სადოქტორო (4 წელი) პროგრამებზე სასწავლებლად.

მაგისტრატურის სტუდენტებს, ვისაც აქვთ 90 კრედიტზე ნაკლები, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სამაგისტრო სტიპენდიაზე ხოლო, მათ ვისაც აქვთ 90 კრედიტი ან მეტი განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სადოქტორო პროგრამაზე.

 
სტიპენდიები გაიცემა შემდეგ პროგრამებზე სასწავლებლად:
 
მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
 
კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო გადაადგილებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი # 204):

 
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომელთაც არა აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატი, უნდა დაწერონ თსუ საგამოცდო და ენების ცენტრების მიერ ორგანიზებული ინსტიტუციური (B2 დონის) ტესტი. (ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო ელექტრონულ ფოსტზე ეცნობება კონკურსზე დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტს).
 
ყველა აპლიკანტი, მათ შორის ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ენის ცონდის მინიმალურ ზღვარს (B2), მოწვეული იქნებიან შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის მარტის თვეში. (გასაუბრების ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტორნულ ფოსტაზე).
 
სააპლიკაციო პაკეტი მიიღება 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, წერილობით დაუკავშირდით ლელა კაცაძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge
 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ფაილები: დანართი1; დანართი 2.

 შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!

 
Print

« იხ. ყველა სიახლე