განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო კონკურსი.
სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
-
საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
-
საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
-
საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.
სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
-
„სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
-
„მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;
კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის
ვებგვერდზე