2019-11-26
ტრეინინგი თემაზე: „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“
2019 წლის 4 დეკემბერს AUF (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართება ტრეინინგი თემაზე „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“.
ტრენერი:
ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
ადამიანური რესურსების პროფესიონალთა გილდიის დირექტორი.
ტრენინგის მიზნები:
•
დაეხმაროს მსმენელს შეიცნოს საკუთარი თავი , საკუთარი ცხოვრების გზის ვექტორი და ოცნებიდან მიზნამდე გასავლელი ბილიკების შესაძლებლობები;
•
გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს, ტექნიკას;
•
შეიგრძნოს მიღწევისა და წარმატების გემო.
5 საათის განმავლობაში მსმენელები გაერკვევიან შემდეგ პუნქტებში:
1.
ვიცნობ მე საკუთარ თავს? (პრაქტიკული სავარჯიშო);
2.
ტერმინალური და ინსტუმენტული ფასეულობები;
3.
მოკლედ ემოციური ინტელექტის შესახებ;
4.
სხეულის ენა;
5.
რეკრუტერის მოხიბვლის ხელოვნება (ჯგუფური სავარჯიშო).
სამიზნე აუდიტორია:
-
საქართველოში AUF -ის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები და მასწავლებლები
რეგისტრაციისთვის მიჰყევით
ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი
მისამართი: თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი
#3
« იხ. ყველა სიახლე