2017-05-19
ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort
APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) აცხადებს ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამას
InPort, რომლის ძირითადი მიზნობრივი სეგმენტია დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული განვითარებით, მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებით და საერთაშორისო კარიერის შექმნით.
APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.
ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება.
თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი ახალგაზრდა და გსურთ შეიქმნათ წარმატებული კარიერა, InPort საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის - ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.
ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება ორი - 8 კვირიანი თეორიული და 12 კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, გთავაზობთ:
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტალანტის განვითარების პროგრამას, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე: careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება -InPort.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 მაისი.

- საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს, ბიზნეს მიდგომებისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გასავითარებლად;
- დახმარებას პროფესიული ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებაში;
- საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას;
- სხვადასხვა მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას;
- თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას;
- მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში;
- რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას.
- ტექნიკური ან ბიზნესის მართვის მიმართულების კურსდამთავრებული (ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი);
- განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი ათვისების უნარი და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ქმედებებზე ორიენტირება;
- წინდახედულობა და ენერგიულობა;
- მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა;
- კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა;
- შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სამუშაო კომპიუტერული უნარები.
- სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება ზემოთმოცემული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით;
- შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ფსიქოლოგიური და ლოგიკური აზროვნების ინდექსები, ინგლისური ენის ტესტი;
- ჯგუფური გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
- ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი (დარიცხული);
- ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა;
- ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი;
- საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტალანტის განვითარების პროგრამას, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე: careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება -InPort.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 მაისი.
« იხ. ყველა სიახლე