2012-10-06
მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერი ორგანიზაციაში
წარმატებული ლიდერი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ გუნდის წარმატების საწინდარია. ჩვენი კურსი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ და განავითაროთ საკუთარ თავში ლიდერისათვის აუცილებელი უნარები.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:
• საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა–განვითარება;
• საკუთარი თავისა და დროის მართვა;
• პროექტების შემუშავება და მართვა;
• ახალი იდეების გენერირება;
• ადამიანის მოტივირება და საერთო მიზნისაკენ წარმართვა;
• პერსონალის მოზიდვა, შერჩევა, მოტივირება და მართვა;
• დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობა;
• პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
• ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის;
• ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება და ბოლომდე მიყვანა;
პედაგოგები: ზაზა ქოიავა, ოთარ ბაღათურია
სწავლების ენა: ქართული
ინტენსიური ტრენინგ-კურსი:
ხანგრძლივობა: 6 დღე (დღეში 3 საათი)
ღირებულება: 200 ლარი
თსუ–ის თანამშრომლებისათვის – 170 ლარი
თსუ–ის სტუდენტებისათვის – 150 ლარი
სასერტიფიკატო კურსი:
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა (36 საათი - კვირაში 2 ჯერ, დღეში 3 საათი)
კურსის ღირებულება: 400 ლარი
თსუ–ის თანამშრომლებისათვის – 370 ლარი
თსუ–ის სტუდენტებისათვის – 350 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი
კურსები ჩატარდება თსუ-ის II კორპუსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 3
კურსი დაიწყება 22 ოქტომბრიდან.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს http://www.tsu.edu.ge/ge/government/administration/departments/lll/registration
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის 3 (თსუ მეორე კორპუსი), ოთახი 103, ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge.
« იხ. ყველა სიახლე