ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ნევროლოგია/ნეირომეცნიერება.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/ლუნდის უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (ლუნდის უნივერსიტეტი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა
ა/წ 21 მარტის, 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (TOEFL ან IELTS ან 2017/2018 სასწავლო წელს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი (ინგლისურ ენაზე)
პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
ერთი სემესტრი (6 თვე - 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
პერსონალი:
7 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).
პერსონალი:
დღიური სტიპენდია 160 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა (სტუდენტების შემთხვევაში) და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!