2010-06-23

თსუ–ს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აგრძელებს საბუთების მიღებას საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამებზე

სოციალურ მეცნიერებებში 2010-2011 სასწავლო წლისათვის:
  • ”გენდერის კვლევა” (ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა გენდერში მთელ კავკასიაში) - მიიღება ქართველების, რეგიონული და საერთაშორისო აპლიკანტების განაცხადები
  • ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” (ინგლისურენოვანი, საერთაშორისო პროგრამა) - მეორე რაუნდი გამოცხადებულია მხოლოდ რეგიონული და საერთაშორისო აპლიკანტებისათვის
ტრანსფორმაციის 9 და გენდერის კვლევის 6 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს სრულ სასწავლო გრანტს 2 წლის განმავლობაში

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა მეორე ეტაპის კონკურსანტებისთვის: 26 ივლისი, 2010 წ.

მოკლე ინფორმაცია პროგრამების შესახებ

2005 წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ადმინისტრირებას უწევს ახალ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამებს: ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”  და ”გენდერის კვლევა”. აღნიშნული პროგრამები ეკუთვნის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და შექმნილია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბაზაზე დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით (ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი, რათგერსის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი).

პროგრამებში ჩართულია ევროპისა და ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები და კვლევითი სემინარები. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი აკადემიური რესურსები: ბიბლიოთეკა, აკადემიური ჟურნალების ელექტრონული არქივები, აუდიო და ვიდეო საგანმანათლებლო მასალები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული კლასი.

ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების სტაჟირებას სამთავრობო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და დასაქმების რეალურ პერსპექტივას კურსდამთავრებულთათვის. სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ სოციალურ მეცნერებებში დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება. პროგრამები ფინანსდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ღია საზოგადოების ინსტიტუტის გრანტის ფარგლებში.

ღია კარის დღეები, კონსულტაციები, მისაღები გამოცდების განრიგი

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ან ხუთწლიანი სასწავლო პროგრამის დიპლომს ნებისმიერ აკადემიურ სფეროში; სასურველია გარკვეული გამოცდილება სოციალურ მეცნიერებებში
  • გამოცდაზე დაიშვებიან სტუდენტები, რომლებიც 2010 წლის ივნისში ამთავრებენ ბაკალავრიატს;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო.

გამოცდები
  • წერითი გამოცდა** 40% (საგამოცდო საკითხებისთვის და საკითხავი მასალისთვის მიმართეთ სტუდენტების დეკანს dlezhava@ucss.ge )
  • ინგლისური ენის ტესტი  20% - B2 დონე (TOEFL IBT80 ან ეკვივალენტი IELTS, Cambridge, etc.)
  • ზეპირი გასაუბრება 40%
საგამოცდო კვირაში პირველ ტურში გასული აზერბაიჯანელი და სომეხი აპლიკანტების მგზავრობას თბილისში დააფინანსებს ცენტრი.

კონსულტაციები
  • 1, 15, 22 ივლისი, 12.00 სთ. CSS ოფისი, თსუ-ს II ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, მესამე სართული ოთახი № 336 (CSS ბიბლიოთეკა);

განაცხადის რეგისტრაციისა და წარდგენის განრიგი
  • ქართველი აპლიკანტები დარეგისტრირებულები უნდა იყვნენ საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის!  დეტალური ინფორმაცია იხილეთ
  • რეგისტრაცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის გამოცდისთვის. წერითი გამოცდის საკითხავი ლიტერატურის მისაღებად (გაიცემა ელექტრონული ვერსია დისკზე) აპლიკანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ცენტრში, რისთვისაც  მათ ელ. ფოსტის მეშვეობით უნდა გაუგზავნონ ცენტრის სტუდენტების დეკანს dlezhava@ucss.ge ცენტრის საგანაცხადო ფორმის შევსებული თავფურცელი (მხოლოდ პირველი გვერდი) დისკზე ჩაწერილ საკითხავ მასალას რეგისტრირებული აპლიკანტები მიიღებენ ცენტრის ბიბლიოთეკაში –თსუ-ს მეორე კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, მესამე სართული ოთახი № 336;
  • 2010 წლის 25 ივნისიდან - 26 ივლისის ჩათვლით (17.00 სთ-მდე) - სრული განაცხადის წარდგენა ცენტრში. განაცხადი ივსება ინგლისურად (ქართველმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ როგორც ელექტრონული პაკეტი, ასევე ამობეჭდილი სრული საგანაცხადო ფორმა). საგანაცხადო ფორმის მიღება შესაძლებელია ჩამოტვირთვით ცენტრის ვებ გვერდიდან (www.ucss.ge), ან სტუდენტების დეკანისგან dlezhava@ucss.ge
  • მსურველებმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე საერთაშორისო აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ქართულად თარგმნილი და ნოტარიალურად დამოწმებული დამატებითი საბუთების პაკეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (დეტალური ინფორმაციას მიიღებთ სტუდენტების დეკანისგან, დიანა ლეჟავასგან dlezhava@ucss.ge)

მისაღები გამოცდების განრიგი:
  • ივლისი – საერთო სამაგისტრო გამოცდები (მხოლოდ ქართველი აპლიკანტებისთვის)
  • 29 ივლისი, 10.00 სთ. – წერითი გამოცდა სპეციალობაში - საბოლოო ქულის 40%; (საგამოცდო საკითხები ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში;   გენდერის კვლევა)
  • 30 ივლისი 10.00 სთ. – ტესტი ინგლისურ ენაში ორივე პროგრამის აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე (TOEFL IBT მინიმუმ 80, ან ეკვივალენტი საერთაშორისო ტესტები)- საბოლოო ქულის 20%
  • 30 ივლისი, 14.00 სთ. – გასაუბრება - საბოლოო ქულის 40%
ცენტრის მისაღების გამოცდების შედეგები გამოცხადდება 2010 წლის აგვისტოს პირველ კვირაში. საბოლოო შედეგები გამოცხადდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის
სტუდენტების დეკანს დიანა ლეჟავას; 
მისამართი: –თსუ-ს მეორე კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, მესამე სართული ოთახი № 336 (CSS ბიბლიოთეკა); ტელ.: (+995 32) 102781;   890 102786;
E-mail: dlezhava@ucss.ge  ;
www.ucss.ge



ENG

იხილეთ აპლიკაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე