ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+
პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად
დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტში (პოლონეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
(ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული
თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად
CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ ქალბატონ დომინიკა
ჩერნიაკს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
DCzerniak@wsb.edu.pl)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2018 წლის 8 იანვრის 11:00 საათამდე
უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF
ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით
შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
მობილობის პერიოდი:
2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (არაუგვიანეს 2018 წლის მაისისა)
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge