ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-23

საახალწლო წარმოდგენები თსუ-ში

27 და 28  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება საახალწლო წარმოდგენები თსუ-ს თანამშრომელთა ბავშვებისთვის.

27 და 28  დეკემბერს ჩატარდება  ორ-ორი წარმოდგენა. დასაწყისი 12:00 საათზე და 15:00 საათზე.

27 დეკემბერს, 12.00 საათზე წარმოდგენას გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც დაესწრებიან. 


მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

Print

« იხ. ყველა სიახლე