2017-10-12

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“

16, 17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გამართავს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას „ფილოსოფია და თანამედროვეობა“, რომელიც ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, მოსე გოგობერიძის დაბადებიდან 120  წლისთავს. იუნესკოს დადგენილებით 2002 წლიდან ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში აღინიშნება „ფილოსოფიის  დღე“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 8 ნოემბრამდე თსუ II კორპ. ფილოსოფიის ინსტიტუტში, ოთახი # 205 (დემურ ჯალაღონია), ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტით მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge 
Print

« იხ. ყველა სიახლე